Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 141 ქვეყანაში მიმდინარეობს - აცრილია პლანეტის მოსახლეობის 3.4%

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 141 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 528 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ამ დროისთვის ვაქცინაცია პლანეტის მოსახლეობის 3.4%-ს ჩაუტარდა. პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 13.8 მილიონამდე ადამიანს უტარდება.

ვაქცინების ყველაზე მეტი - 140 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული, აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება, 91 მილიონი დოზით, მესამე ადგილზე კი ევროკავშირია, სადაც ამ დრომდე ვაქცინების 66 მილიონი დოზაა გამოყენებული.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 52%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. აშშ-ში კი ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 15%-მა მიიღო.

იხილეთ ვიდეო:Bloomberg- ვაქცინაცია პლანეტის მოსახლეობის 3.4%-ს ჩაუტარდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა