“როიტერსი“ - ალექსეი ნავალნიმ ტკივილის შემსუბუქების მიზნით საპატიმროში ტკივილგამაყუჩებლები მოითხოვა

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ ფეხის არეში ტკივილის შემსუბუქების მიზნით საპატიმროში ტკივილგამაყუჩებლები მოითხოვა, - ამ ინფორმაციას „როიტერსი“ საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიტიკოსის თქმით, მას მწვავე ტკივილები აღენიშნება და აუცილებელი მედიკამენტები ესაჭიროება.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის რეგიონალურმა განყოფილებამ გაავრცელა განცხადება, რომ ალექსეი ნავალნიმ ვლადიმირის რეგიონში არსებულ სასჯელაღსრულების კოლონიაში სამედიცინო შემოწმება გაიარა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ნავალნის ადვოკატმა ოლგა მიხაილოვამ კი განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მისი თქმით, ადვოკატებს ნავალნის ნახვის უფლებას არ აძლევენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა