ერევანში ოპოზიციის საპროტესტო აქცია განახლდა

ერევანში, პარლამენტის შენობასთან „მოძრაობა სამშობლოს გადარჩენისთვის“ ორგანიზებით მიტინგი დაიწყო, რომლის მონაწილეები ქვეყნის პრემიერ - მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.

„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მიტინგზე აღარ ვიკრიბებოდით, მოღალატე ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ ბრძოლა არცერთი წუთით არ გაჩერებულა და ამის მიზეზია ის, რომ ადამიანმა, რომელიც პრემიერის სავარძელს იკავებს, ხალხთან ერთად ვერ აღნიშნა ბზობის კვირა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გეღამ მანუკიანმა.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი თებერვლიდან გრძელდება მას შემდეგ, რაც გენერალური შტაბის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ონიკ გასპარიანმა, უმაღლესმა სამეთაურო შემადგენლობამ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა