აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 831 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 831 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 27 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანში პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 256 201 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 3491 ადამიანი.

აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი მიმდინარე წლის 1-ელ ივნისამდე გახანგრძლივდა.

პორტალ Koronavirusinfo.az-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს