"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" წარმომადგენელი - ჩიხიდან გამოსასვლელად რიგგარეშე არჩევნები აუცილებელია

იმისათვის, რომ პარლამენტი გახდეს ლეგიტიმური, ხალხის ნდობის მოსაპოვებლად აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა - ჩიხიდან გამოსასვლელად რიგგარეშე არჩევნები აუცილებელია, - ამის შესახებ "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" წარმომადგენელმა გვანცა წულუკიძემ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს წინ უნდა უძღოდეს საარჩევნო რეფორმა და სასამართლო რეფორმა, რათა არჩევნები ნორმალურ რეჟიმში ჩატარდეს.

"მნიშვნელოვანია, სასამართლოში განხორციელდეს არა ფრაგმენტული ცვლილებები, როგორიც ახლა არის შემოთავაზებული ხელისუფლების მხრიდან, არამედ კომპლექსური და ყოვლისმომცველი რეფორმა, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებით უნდა დაიწყოს", - განაცხადა გვანცა წულუკიძემ.

სამოქალაქო ორგანიზაციები ქვეყანაში არსებული კრიზისის გადაჭრის გზებზე დანიელსონს საკუთარ ხედვებს აცნობენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა