საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა დაიწყო

თბილისის „დინამო არენაზე“ ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მიმდინარეობს.

მატჩი 20:00 საათზე დაიწყო.

გუნდების სასტარტო შემადგენლობებია. საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, გვილია, კანკავა, კვარაცხელია, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, ზივზივაძე.

ესპანეთი: სიმონი, ალბა, ლორენტე, ერიკ გარსია, პედრო პორო, პედრი, ბუსკეტსი, რუისი, ხილი, მორატა, ტორესი.

როგორც ცნობილია, საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის გამო, თბილისის მეტრო და ავტობუსები 01:00 საათამდე იმუშავებს. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ის პირები, რომლებსაც მატჩზე დასასწრები ბილეთები აქვთ, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ.

უწყებათაშორისი საბჭო გულშემატკივარს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და დაიცვან ყველა შესაბამისი რეგულაცია, მათ შორის, რიგში დგომისას, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა