"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საბურთალოს რაიონში, ფარნავაზ მეფის გამზირზე რთულ ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს. მაგისტრალურ ქსელზე აღდგენითი სამუშაოები გართულდა ამავე წყალსადენზე კვირაცხოვლის მე-2 შესახვევთან ავარიული დაზიანების გამო.

კომპანიის ინფორმაციით, დაზიანების აღსადგენად ტექნიკური სამუშაოები მაგისტრალური ქსელის ორივე მონაკვეთზე მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ჩატარდება. წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე, 29 მარტს, დილის 09:00 საათზე აღდგება.

აღნიშნულთან დაკავშირებით 29 მარტის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

ვაკე-საბურთალოს რაიონში:

ვაჟა-ფშაველას I - VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ქავთარაძის, ნუცუბიძის, ასათიანის, ბუდაპეშტის და ლვოვისქუჩების ნაწილს, დელისის, პიკასოს, შავგულიძის, ანჯაფარიძის, მაღალაშვილის, ბარათაშვილის, ქუთათელაძის, გელოვანის, დოლიძის, ამაღლობელის და მიმდებარე ქუჩებს.

ნუცუბიძის I, II, III, IV, V მ/რ-ებს, პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის, ფხაკაძის, ფერმწერის, თვალჭრელიძისდა მიმდებარე ქუჩებს. წყნეთის გზატკეცილს და თხინვალას დასახლებას.

ზაჰესის და ავჭალის დასახლებების ნაწილს.

სოფელ დიღომში: გიორგი ბრწყინვალის, აღმაშენებლის, ხანძთელის, უგრელიძის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის და მიმდებარე ქუჩებს. სოფელ ძველ ვეძისს და დიღომი7-ს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -http://www.gwp.ge

გიორგი კანაშვილი - თუ ოპოზიციამ ვერ მოახერხა დამატებითი ამომრჩევლის გამოყვანა, ხოლო „ოცნებამ“ სულ მცირე იგივე რაოდენობა გამოიყვანა, რაც პირველ ტურში, შედეგი ოპოზიციისთვის  მძიმე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 28.10.2021
ჰუმანური შრომითი პოლიტიკა - რას ნიშნავს შრომით ბაზარზე გამოჩენილი ახალი ტენდენცია
ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გაიაქტიურეთ "სილქფესტის" საშემოდგომო შეთავაზებები შეუზღუდავად
მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
BDO: ყველაზე ცნობადი ბრენდი საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების ბაზარზე
„მიჰაუსში“ ჰელოუინთან დაკავშირებით დიდი ფასდაკლება დაიწყო
ამბასადორი ბათუმი აილენდი მულტიფუნქციური ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ტექნიკურ კვლევებს აწარმოებს
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა