ანგელა მერკელი - მესამე ტალღა უნდა შევაჩეროთ, ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ფედერალურ რეგიონებს მოუწოდებს, მეტი გააკეთონ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. მისი თქმით, დამატებითი შეზღუდვები, როგორიცაა „კომენდანტის საათი“, საჭიროა ვირუსის "ექსპონენციალური ზრდის" თავიდან ასაცილებლად.

”მესამე ტალღა უნდა შევაჩეროთ. გვჭირდება მოქმედება ფედერალურ რეგონებში. ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები. ზოგი რეგიონი ამას აკეთებს, ზოგი კი - ჯერჯერობით არა,”- აღნიშნა მერკელმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ARD-თან ინტერვიუში.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიის რეგიონებს ვირუსთან ბრძოლის საკუთარი წესების შემოღების კუთხით თავისუფლება აქვთ მინიჭებული. მაგალითად, ზაარლანდის რეგიონმა გადაწყვიტა აღდგომის შემდეგ „ლოქდაუნი“ შეწყვიტოს და სპორტული და გასართობი ადგილები გახსნას.

”თუ ისეთი შთაბეჭდილება გვაქვს შექმნილი, რომ შეგვიძლია გავხსნათ ყველაფერი - ამ დროისთვის ეს არ არის დღის წესრიგი”, - განაცხადა მერკელმა.

მისი თქმით, თუკი რეგიონები ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით უახლოეს მომავალში სათანადო ზომებს არ მიიღებენ, ფედერალურმა მთავრობამ საყოველთაო შეზღუდვების განხორციელების მიზნით, შესაძლოა, „ინფექციის დაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებები შეიტანოს.

”ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, გვაქვს შესაძლებლობები დავაწესოთ შეზღუდვები გარეთ გასვლაზე, კონტაქტებზე, პირბადეების გამოყენებაზე”, - განაცხადა მერკელმა და დასძინა, რომ ვირუსის კონტროლისთვის ასევე აუცილებელია მკაცრი ტესტირების სტრატეგია.

კანცლერის განმარტებით, ვაქცინაციის საშუალება ყველა გერმანელს სექტემბრის ბოლომდე უნდა ჰქონდეს. მისივე თქმით, გერმანია არ მიიღებს ვაქცინას, რომელიც არ არის წარმოებული ევროპაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა