ფრანგი ექიმები რეანიმაციულ განყოფილებებში კოვიდპაციენტების რაოდენობის ზრდის გამო შეშფოთებას გამოხატავენ

ფრანგი ექიმები აცხადებენ, რომ კოვიდინფიცირებულების რაოდენობის ზრდის გამო საავადმყოფოების რეანიმაციული განყოფილებები, შესაძლოა, მალე გადაიტვირთოს.

პარიზის რეგიონის საავადმყოფოების 41-მა მედიკოსმა გაზეთ Le Journal du Dimanche- ში გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ შესაძლოა მალე პაციენტებს შორის არჩევანის გაკეთება მოუწიოთ.

ამასთან, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მთავრობის მიერ მაღალი გავრცელების ზონებში დაწესებული ნაწილობრივი შეზღუდვები არაადეკვატურია კორონავირუსის სწრაფად გავრცელებადი ვარიანტების ფონზე.

ცნობისათვის, საფრანგეთში, გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 37 014 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 131 ადამიანი გარდაიცვალა. რეანიმაციულ განყოფილებებში კი 4 872 პაციენტი მოხვდა.

ქვეყნის მთავრობა ვაქცინაციის კამპანიის დაჩქარებას ცდილობს. ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 7.8 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს