ჩრდილოეთ კორეა გაეროს უშიშროების საბჭოს ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში ადანაშაულებს

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო, რომლის სანქციების კომიტეტმა ქვეყანის მიერ რამდენიმე დღის წინ ახალი ტიპის რაკეტის გამოცდა გაეროს რეზოლუციების დარღვევად შეაფასა, ორმაგ სტანდარტებს იყენებს.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გენერალურმა დირექტორმა ჯო ჩოლ სუმ კომიტეტის სხდომა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდასთან დაკავშირებით გაიმართა, მათი ქვეყნის თავდაცვის უფლების წინააღმდეგ მიმართულ ზომად შეაფასა.

„ეს წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს უარყოფას და აშკარა ორმაგ სტანდარტს. ეს აშშ-ის მტრული პოლიტიკის პირდაპირი პროდუქტებია", - განაცხადა ჯო ჩოლ სუმ.

ცნობისთვის, გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეამ ახალი ტიპის მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რის გამოც ვაშინგტონმა გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის შეკრება მოითხოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა