მექსიკის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რეალური რაოდენობა ოფიციალურ მაჩვენებელზე 61%-ით მეტია

მექსიკაში კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ოფიციალურად დადასტურებულ რაოდენობაზე დაახლოებით 61% -ით მეტია.

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის მეექვსე კვირის ბოლოს მექსიკაში გარდაცვალების მოწმობებისთვის 294 287 ადამიანის სახელია დარეგისტრირებული, რომელთა გარდაცვალებაც კოვიდ 19-თანაა დაკავშირებული, რაც დადასტურებულ, 182 301 ფატალურ შემთხვევაზე 61.4% -ით მეტია.

მონაცემების თანახმად, მექსიკაში პანდემიის დროს სიკვდილიანობის საერთო რაოდენობამ 2021 წლის მეექვსე კვირის ბოლოსთვის 417 002-ს მიაღწია.

მექსიკის მთავრობა დიდი ხანია აცხადებს, რომ ქვეყანაში კოვიდ -19-ით გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება დადასტურებულ შემთხვევებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა