თბილისის მერია - ქურდიანის ქუჩაზე მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

დიდუბის რაიონში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, მათ შორისაა ქურდიანის ქუჩის N2-ში მოსასვენებელი სივრცის მოწყობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 700 კვ. მ ფართობის ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე დეკორატიული ფილები იგება და განათების სისტემა მონტაჟდება. ამის შემდეგ საპარკე ინვენტარი განთავსდება, პატარებისთვის მოეწყობა საბავშვო სივრცე სხვადასხვა სახის ატრაქციონით.

„პროექტით გათვალისწინებულია რულონური ბალახის დაგება სარწყავი სისტემით, ტერიტორიაზე ხე-მცენარეებიც დაირგვება. მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაციის პროცესს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, მამუკა ვეკუა, გამგებლის მოადგილესთან, ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო. აღნიშნულ პროექტს, გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მ.მ“ ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 116 919 ლარს შეადგენს. მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება“,-აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა