Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 141 ქვეყანაში მიმდინარეობს - გამოყენებულია ვაქცინების 535 მილიონზე მეტი დოზა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 141 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 535 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ამ დროისთვის ვაქცინაცია პლანეტის მოსახლეობის 3.5%-ს ჩაუტარდა. პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 14.5 მილიონამდე ადამიანს უტარდება.

ვაქცინების ყველაზე მეტი - 143 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული, აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება, 91 მილიონი დოზით, მესამე ადგილზე კი ევროკავშირია, სადაც ამ დრომდე ვაქცინების 67 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 52%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. აშშ-ში კი ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 15.5%-მა მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო