თავდაცვის მინისტრმა თურქეთის ელჩს უმასპინძლა

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში თურქეთის ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ნატოში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერა, რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელიც თავდაცვის მინისტრმა თურქეთის ელჩთან გაცნობით შეხვედრაზე განიხილა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის წვლილი საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების საქმეში და წლების განმავლობაში გაწეული მატერიალურ-ტექნიკური თუ ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტით (SNGP Refresh) გათვალისწინებულ ინიციატივებზე, ასევე, საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო განათლებისა და წვრთნების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზეც ისაუბრეს.

შეხვედრას თურქეთის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ბურაკ ალთინერი დაესწრო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა