მოძრაობამ „წინსვლა“ „ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქცია გამართა

მოძრაობამ „წინსვლა“ „ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა პარტიის ოფისთან სტიკერები მიიტანეს, სადაც ევროპელი პარტნიორების გზავნილები იყო დატანილი და პარტიის ოფისის შენობაზე გააკრეს.

მოძრაობა „წინსვლის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ევროპული საქართველო" და სხვა ოპოზიციური პარტიები ქვეყნის წინსვლას აფერხებენ.

„ევროპული საქართველო" და სხვა დესტრუქციული პარტიები თავიანთი საქმიანობით აფერხებენ ქვეყნის წინსვლას და ამიტომ ვართ დღეს აქ. ჩვენ მოვედით ევროპელების გზავნილებით და არა „მონას" ძახილით, როგორც მათ სჩვევიათ, რაც მათი ხელწერაა. ჩვენ გვინდოდა გავსაუბრებოდით მათ წარმომადგენელს, მაგრამ როგორც ხედავთ, ეს არ მოხდა.

ჩვენ ვიქნებით ყველას წინააღმდეგ, ვინც აფერხებს ქვეყნის წინსვლას. ჯერჯერობით ქვეყანაში დესტრუქციულ ძალად მიგვაჩნია სამი პარტია - „ევროპული საქართველო", „ლეიბორისტული პარტია" და „ნაციონალური მოძრაობა" , - განაცხადა აქციის მონაწილემ შაკო კუჭაშვილმა.

აქციის მონაწილეები „ლეიბორისტული პარტიის" ოფისისკენ მიემართებიან, შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გადაინაცვლებენ, სადაც აქციას გამართავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა