გია ვოლსკი - მელიას თავისი თავი ჰყავს დაჭერილი, შეუძლია დღესვე გათავისუფლდეს

გიდასტურებთ, რომ ნიკა მელიას საკითხი მოლაპარაკების მაგიდაზე დევს, მაგრამ გიდასტურებთ იმასაც, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია პოლიტიკური რესურსი, გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მას "ესმის, რომ პოლიტიკურ პარტიას გაუჭირდება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, როცა მისი თავმჯდომარე არის დაკავებული", მაგრამ მელიამ "საკუთარი თავი თავად დაიჭირა", რათა ევროკავშირის პოზიციაზე გავლენა მოეხდინათ.

"სურათი გამოიკვეთა, ძალიან აშკარა სცენარია - ჯერ მოხდა დანაშაული, შემდეგ მოსალოდნელი სამართლებრივი რეაგირების წინ ეს პიროვნება აირჩიეს პოლიტიკურ ლიდერად, შემდეგ ისეთ ვითარებაში, როცა შეუძლია გირაო გადაიხადოს და გაათავისუფლონ, სახელმწიფოს მიმართ განახორციელეს ასეთი მწვავე შეტევა. თუნდაც, სამაჯურის მოხსნის სახით, სახელმწიფო სტრუქტურების არარსებობაზე ხდება ხაზგასმა - "ვერ დამიჭერენ და არც გადავიხდი", ეს მაფიქრებინებს რომ ეს დაკავებაც გარკვეულ მიზანს ემსახურება, რომ შეკითხვა დაისვას: არის თუ არა პოლიტიკური ლიდერი - ნამდვილად არის. დააშავა თუ არა? - ყველამ დავინახეთ, რომ დააშავა. 20 ივნისის თემის განხილვა წინ არის და ამაზე ცალკე მოუწევს სასამართლოს მსჯელობა.

მე გიდასტურებთ, რომ ნიკა მელიას საკითხის მაგიდაზე დევს, მაგრამ გიდასტურებთ იმასაც, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია პოლიტიკური რესურსი, გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

მელიას თავის თავი დაჭერილი ჰყავს, შეუძლია დღესვე გათავისუფლდეს. ვფიქრობ, შექმნილი სურათი ევროკავშირის პოზიციებზე გავლენის მოსახდენად არის შექმნილი - ფაქტი ეს არის. როგორ მოვიქცევით ერთი ან მეორე მხარე, შედეგები გვაჩვენებს და ხვალ ვილაპარაკებთ", - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა