შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლეიენი 6 აპრილს თურქეთში ჩავლენ

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლეიენი 6 აპრილს თურქეთში გაემგზავრებიან, - ამის შესახებ ევროსაბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბარენდ ლეითსმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, შარლ მიშელი და ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლეიენი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდებიან.

„მომავალ კვირაში, 6 აპრილს, ევროსაბჭოს პრეზიდენტი და [ევროკომისიის] პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შესახვედრად თურქეთში გაემგზავრებიან“, - წერს ბარენდ ლეითსი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა