„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრებს შორის კონსულტაციები შედგა

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრებს შორის კომუნიკაცია და შესაბამისი კონსულტაციები უკვე შედგა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში შედგა.

ცნობისთვის, მედიატორ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დანიელსონის წინადადებებს გუნდთან ერთად განიხილავდა.

"ჩვენ გარკვეულ საკითხებზე პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ, გარკვეულ საკითხებზე დღეს მოგვიანებით, მომდევნო შეხვედრისას დავაფიქსირებთ პოზიციას. გვექნება დამატებითი განხილვა, მათ შორის, პოლიტსაბჭოს ფორმატში და იქ დამატებით შევჯერდებით პოზიციებზე", - განაცხადა კობახიძემ დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა