ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას მეგი ბაქრაძეს ანემია არ ჰქონდა და PCR ტესტის პასუხიც უარყოფითი იყო

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, მის კლინიკაში შეყვანისას ახალციხელი ექთანს, მეგი ბაქრაძეს ანემია არ ჰქონდა და PCR ტესტის პასუხიც უარყოფითი იყო. ამის შესახებ რატიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტს კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდა ინსტრუმენტული კვლევები, სადაც ფიქსირდება, რომ თავის ტვინში იყო ელექტრული აქტივობა, რაც მიუთითებს, რომ პაციენტი კლინიკაში ცოცხალი შემოიყვანეს.

„ჩვენთვის ეს თემა არის ძალიან მტკივნეული, რადგან პანდემიის პირობებში დაიღუპა. ახალგაზრდა მედპერსონალი ვაქცინაციის შედეგად სავარაუდოდ გამოწვეულმა სხვადასხვა პრობლემებმა მიიყვანა სიკვდილამდე. ეს კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის და ჩვენთვისაც.

მიუხედავად მისი მდგომარეობისა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პაციენტის სიცოცხლე შენარჩუნებულიყო. დაფიქსირდა სამწუხაროდ, ბიოლოგიური სიკვდილი რამდენიმე საათში. ასევე მინდა განვმარტო, რომ პაციენტს რამდენიმე საათში ჩაუტარდა ინსტრუმენტული კვლევები, სადაც ფიქსირდება, რომ თავის ტვინში იყო ელექტრული აქტივობა, რაც იმას მიუთითებს, რომ პაციენტი კლინიკაში ცოცხალი შემოიყვანეს. ასევე ელექტროკარდიოგრამაზე ფიქსირდებოდა გულისცემის სიხშირე და რიტმი.

რაც შეეხება მითქმა-მოთქმას სოციალურ ქსელებში, ჰქონდა თუ არა პაციენტს ანემია - პაციენტს ჩვენს კლინიკაში ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებით არცერთ კვლევაში ანემია არ დასტურდება. ასევე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რადგან ჩვენ ვართ კლინიცისტები, მას კლინიკაში შემოყვანისთანავე ჩაუტარდა PCR ტესტი - „ჯინ ექსპერტი“ კორონავირუსთან დაკავშირებით. ჩატარებული კვლევით ტესტი იყო ნეგატიური“, - განაცხადა რატიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა