მამუკა ხაზარაძე - ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში, სხვანაირად ვერ ვხედავთ პერსპექტივას, რომ დავბრუნდეთ პარლამენტში

პირველი დოკუმენტი, რომელიც ბატონმა დანიელსონმა წარმოადგინა ოპოზიციის 90%-ისთვის იყო მისაღები, შემდეგ ეს დოკუმენტი გაქრა და იქცა წყლად და ჰაერად. იმედი მაქვს, რომ ბატონი დანიელსონის ხვალინდელი ვიზიტის დროს ვიხილავთ დოკუმენტს, რომელიც იქნება მისაღები არა „ლელოსთვის“ და ოპოზიციისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში და როგორც ოპოზიცია, ასევე მედიატორი ეძებს გზებს, „როგორ მივიდნენ ვადამდელ არჩევნებამდე“.

"შეხვედრიდან რომ გამოვედი, პირველ რიგში ბატონ დანიელსონს გადავუხადე მადლობა, რადგან დავინახეთ სერიოზული მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ, რაც არის დასაფასებელი. მე მას ძალიან მკაფიოდ ვუთხარი, რომ მჯერა ევროპელი პარტნიორების და იმის, რომ მის მიერ გაკეთებული შემოთავაზება იქნება ჩვენი ქვეყნის სწრაფი რეფორმირებისათვის და არა იმისთვის, რომ ორი მხარე შეარიგოს ერთმანეთს. ოპოზიციას უნდა ერთი რამ, რომ ვიხილოთ ისეთი შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყანას დააწყებინებს ახალ ცხოვრებას.

ამ ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში, ჩვენ სხვანაირად ვერ ვხედავთ იმ პერსპექტივას, რომ დავბრუნდეთ პარლამენტში და „ვითომ არაფერი არ მოხდა“. ჩვენ ვაპროტესტებთ იმ სიყალბეს, რომლითაც პირველი ნოემბრიდან დავიწყეთ პროტესტი და როგორც ჩვენ, ასევე მედიატორი ეძებს გზებს როგორ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელოს“ ლიდერი ნიკა მელიას საკითხსაც გამოეხმაურა.

,,ჩვენ ხომ ვიცით, რომ აქ 40 000 ლარის პრობლემა არ არსებობს, ქვეყნის წინაშე დგას სხვა პრობლემა, რომელსაც ჰქვია პოლიტიზირებული მართლმსაჯულება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს ადამიანებით ვაჭრობა და პოლიტიკური ვაჭრობა. თანხის გადახდის უამრავი მექანიზმი არსებობს და თავად ნიკა მელიაც მოიფიქრებდა მსგავსი რაღაცა რომ სდომებოდა. აქ არის იურიდიული ლაფსუსი, ადამიანი დაპატიმრებულია და რევერსით უნდათ გირაოზე საუბარი, რაც უბრალოდ გაუგებარი რამ არის.

ნიკა მელია უნდა იყოს გამოსული არა ფარული და ინკოგნიტო ანგარიშებიდან თანხის გადახდით, არამედ ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და პრეცედენტი იმისა, რომ ქვეყანაში დამთავრდეს პოლიტიზირებული მართლმსაჯულება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა