კვლევა - Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინები პირველი დოზის მიღების შემდეგ ინფიცირების რისკს 80%-ით, მეორე დოზის შემდეგ კი - 90%-ით ამცირებენ

აშშ-ში ჩატარებულ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული კვლევის შედეგების თანახმად, Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს კოვიდ 19-ის ვაქცინებმა პირველი დოზის მიღებიდან ორი კვირის ან მეტი დროის გასვლის შემდეგ ინფიცირების რისკი 80%-ით შეამცირა, - შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, ინფიცირების რისკი 90% -ით შემცირდა მეორე დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ შეაფასა, თუ რამდენად შეუძლიათ ვაქცინებს დაინფიცირებისგან, მათ შორის უსიმპტომო დაავადებისგან, დაცვა.

კვლევის ფარგლებში ინფორმაციულ რიბონუკლეინის მჟავაზე (ი-რნმ) დაფუძნებული ვაქცინების ეფექტურობა აშშ-ის ექვს შტატში 13 კვირის განმავლობაში, 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2021 წლის 13 მარტამდე შეისწავლეს. კვლევაში 3 950 მონაწილე იყო ჩართული.

იხილეთ ვიდეო:კვლევა - Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინები პირველი დოზის მიღების შემდეგ ინფიცირების რისკს 80%-ით, მეორე დოზის შემდეგ კი - 90% -ით ამცირებენ

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო