ჯო ბაიდენი - ამ მომაკვდინებელ ვირუსთან ომი ჯერ არ დაგვისრულებია, გამარჯვებამდე შორია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შტატებს მოუწოდებს, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნა შეაჩერონ.

კითხვაზე, უნდა შეაჩერონ თუ არა შტატებმა ეკონომიკის გახსნისკენ მიმართული მცდელობები, ბაიდენმა უპასუხა: "დიახ".

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა გუბერნატორს, მერს და ადგილობრივ ლიდერს, შეინარჩუნონ და აღადგინონ პირბადეების ტარების ვალდებულება. ამ მომაკვდინებელ ვირუსთან ომი ჯერ არ დაგვისრულებია, გამარჯვებამდე შორია,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 90%-ს ვაქცინაციის შესაძლებლობა მიმდინარე წლის 19 აპრილამდე მიეცემა.

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების ზოგიერთ ნაწილში პირბადეების ტარების ვალდებულება და პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული სხვა შეზღუდვები გაუქმდა, თუმცა ქვეყანაში ვირუსისგან ჯერ კიდევ ასობით ადამიანი იღუპება და აშშ-ის ხელისუფლებაში შიშობენ, რომ შესაძლოა გავრცელების მეოთხე ტალღაც დაიწყოს.

ცნობისათვის, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა. ვირუსს დღემდე 550 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო:ჯო ბაიდენი - ამ მომაკვდინებელ ვირუსთან ომი ჯერ არ დაგვისრულებია, გამარჯვებამდე შორია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს