საქართველოს 7 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელში ჩაერთო

საქართველოს 7 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელს შეუერთდა, რაც საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თბილისის N105 და საჩხერის N 3 სკოლების გარდა, ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების ჩამონათვალში, ამჯერად ხაბუმეს N1, ხონის N 3, ახალდაბის, საირხის, ხაშურის N1, ფოთის N1 და ფოთის N 3 სკოლებიც მოხვდნენ. შესაბამისად, საქართველოდან უკვე 10 პროექტში გამარჯვებული 9 სკოლა მონაწილეობს.

,,დემოკრატიული სკოლების ქსელი წარმოადგენს ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ ღია პლატფორმას, რომელიც სკოლებში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით არსებული წარმატებული სასკოლო პროექტების მთელი ევროპის მასშტაბით გაზიარებას ითვალისწინებს.

იგი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა მოსწავლეთა ინიციატივის მოსმენა; სადავო საკითხებზე მუშაობა; ბულინგის პრევენცია; პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ და დისკრიმინაციასთან ბრძოლა; სკოლაში კეთილდღეობის გაუმჯობესება.

დემოკრატიული სკოლების ქსელში გაწევრიანებით, სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ :

1· ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების ქსელის (DSN) საიტზე/პლატფორმაზე სკოლის ვებგვერდის შექმნა

2· მცირე პროექტების დაფინანსება

3· მონაწილეობის მიღება/მხარდაჭერა საერთაშორისო კონფერენციებსა და კონკურსებში

4· ევროსაბჭოს მასალების პილოტირება

5· საგანმანათლებლო-პროფესიული კავშირები სხვა სკოლებთან

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.coe.int/en/web/campaign-free-to-speak-safe-to-learn/schools-projects “, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა