რუსეთის საელჩო - კანადის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის გამო დაწესებული სანქციები უსარგებლოა და რეალობას უგულებელყოფს

კანადის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის გამო დაწესებული ახალი სანქციები უსარგებლოა, ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და უგულებელყოფს რეალობას, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოტავაში რუსეთის საელჩომ განაცხადა.

„კანადის ახალი ანტირუსული სანქციები, დაფუძნებულია ტყუილზე, ისტორიის გაყალბებასა და რეალობის უგულებელყოფაზე, ის აბსოლუტურად უშედეგოა და ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საერთაშორისო სამართალს, არამედ ჰუმანიტარულ პრინციპებს”, - აცხადებენ საელჩოში.

მათი მტკიცებით, „ყირიმი რუსეთის ნაწილია”, რადგან 2014 წლის რეფერენდუმზე ყირიმელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ „თავისუფლად და მშვიდობიანად დაუჭირა მხარი რუსეთთან შეერთებას”.

„არ აქვს მნიშვნელობა როგორ სჯიან კიევის რეჟიმის დასავლელი დამკვეთები რკინიგზის მშენებლებსა და ოპერატორებს, რომელიც ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს, ის წარმატებით მუშაობს და განაგრძობს ჩვენი ქვეყნის საქმეს," - აცხადებენ საელჩოში.

ცნობისათვის, გუშინ კანადამ მოსკოვს ყირიმის ანექსიის გამო ახალი სანქციები დაუწესა. სანქციების სიაში ორი ფიზიკური და ოთხი ორგანიზაცია მოხვდნენ, რომლებიც „ყირიმის ხიდის“ მშენებლობასთან არიან დაკავშირებული.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს