რუსუდან კერვალიშვილი - თავისუფლების ფასი არაფერია - მართლა თავისუფლები და ბედნიერები მაშინ ვიქნებით, როცა ყველა ადამიანი თავის ბინაში შევა

მე ჩემი გული დავტოვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რადგან ჩემი და, მაია რჩეულიშვილი ჯერჯერობით კიდევ პატიმრობაშია. პირველი ემოცია? თავისუფლების ფასი არაფერია. აქ თავისუფლებას ვგრძნობდი ჩიტების ფრენით, იმიტომ, რომ აქ ძალიან ბევრი ჩიტია, - ამის შესახებ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ რუსუდან კერვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბოლომდე თავისუფალი და ბედნიერი მაშინ იქნება, როცა მათი კომპანიის მშენებლობით დაზარალებულები დაკმაყოფილდებიან.

„რა თქმა უნდა, განცდა ძალიან ბევრი მაქვს. ერთი - მაქვს სინანული, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვენდო წლების განმავლობაში, დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელიწადია მაია აქ არის და მე 4 წელი, რომ პრობლემა დასრულდეს. ახლა იმედი მოგვეცა, რომ მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება მერიასთან ერთად. ჩვენი ამოცანა ერთია - ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და შევიდეს თავის ბინაში და მიიღოს თავისი ქონება. მხოლოდ ამის მერე ვიქნებით მართლა თავისუფლები და ბედნიერები... პროცესში ჩაერთვება მაია. მე ძალიან ბევრი წელია ჩამოშორებული ვარ პროცესიდან. 2007 წლიდან აღარ ვყოფილვარ კომპანიაში, მაგრამ ყველაფერში გვერდით დავუდგები, ყველასთან ვთანამშრომლობთ, პირველ რიგში, მერიასთან მაია თანამშრომლობს, პროკურატურასთან ვთანამშრომლობთ და შესაბამისად საპროცესო გარიგებას ველოდებით“, - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საპროცესო გარიგების პირობა იქნება შემდეგი: უნდა დასრულდეს ყველა მშენებლობა.

„ყველაფერი გადაეცა ინვესტორებს, რა ქონებაც არსებობს. შესაბამისად, გადაეცემათ ფული, ასევე კომპანიიდან და მერიის დახმარებით. ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად სხვადასხვა კომპანია დაამთავრებს დასამთავრებელ მშენებლობას. მაია არის ის ადამიანი, ვის გარეშეც შეუძლებელია ეს საქმე დასრულდეს. ამიტომ, მისი აქ ყოფნა 5 წელი იყო მხოლოდ მუშაობა ამ საკითხებთან დაკავშირებით. მისი სათქმელი არის ის, რომ რაც შეიძლება ჩქარა მისცენ საშუალება, ჩაერთოს პროცესში და და დაასრულოს ეს პროცესი“, - განაცხადა კერვალიშვილმა.

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. კერვალიშვილმა 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა.

ცნობისთვის, რუსუდან კერვალიშვილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად დამნაშავედ არის ცნობილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ორივე მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედნის, კრწანისის და წყნეთის ობიექტებს ეხება. მაია რჩეულიშვილს სხვა ეპიზოდზე 7-წლიანი სასჯელი აქვს შეფარდებული.

იხილეთ ვიდეო:რუსუდან კერვალიშვილი - თავისუფლების ფასი არაფერია - მართლა თავისუფლები და ბედნიერები მაშინ ვიქნებით, როცა ყველა ადამიანი თავის ბინაში შევა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა