Bloomberg - ვაქცინაცია დღეში 14.5 მილიონამდე ადამიანს უტარდება, აცრილია პლანეტის მოსახლეობის 3.6%

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 141 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 560 მილიონამდე დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ამ დროისთვის ვაქცინაცია პლანეტის მოსახლეობის 3.6%-ს ჩაუტარდა. პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 14.5 მილიონამდე ადამიანს უტარდება.

ვაქცინების ყველაზე მეტი - 145 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული.

გამოცემის მიხედვით, ერთ დღეში აშშ-ში საშუალოდ ვაქცინაცია 2.7 მილიონ ადამიანს უტარდება. მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას საშუალოდ კიდევ 4 თვე დასჭირდება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 52.3%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. აშშ-ში კი ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 15.8%-მა მიიღო. ისრაელსა და აშშ-ს ჩილე და მაროკო მოჰყვებიან.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა