დიმიტრი პესკოვი - რუსეთი არ დაუშვებს აშშ-მ ძალის პოზიციიდან ესაუბროს

რუსეთი არ დაუშვებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ან სხვა ქვეყანამ „ძალის პოზიციიდან" ესაუბროს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„ამერიკელები ახლა მანტრასავით იმეორებენ: ჩვენ ყველას დაველაპარაკებით ძალის პოზიციიდან. არც პუტინი და არც სხვა ვინმე რუსეთის ხელმძღვანელობიდან ამერიკელებს ან ვინმე სხვას ჩვენთან ასე საუბრის საშუალებას არ მისცემს. ეს გამორიცხულია ”, - განაცხადა კრემლის სპიკერმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ვაშინგტონთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, პესკოვმა უპასუხა, რომ მას ”ექსტრემალურ სცენარებზე” საუბარი არ სურს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის „საფასურს გადაიხდის“. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია, ბაიდენმა უპასუხა : „დიახ.“ აღნიშნული განცხადებების საპასუხოდ მოსკოვმა აშშ-ში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

იხილეთ ვიდეო:დიმიტრი პესკოვი - რუსეთი არ დაუშვებს აშშ-მ ძალის პოზიციიდან ესაუბროს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო