მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის პროცესი 2022 წელს დასრულდება

თბილისში, მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის პროცესი 2022 წელს დასრულდება და სამხედრო მოსამსახურეებს იქ ბინების შეძენა უპრეცედენტოდ დაბალ ფასად შეეძლებათ. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ჩაჩიბაიამ აღნიშნა, ტერიტორიაზე 39 კორპუსი განთავსდება, მშენებლობის ხარჯების ნახევარს კი სახელმწიფო დაფარავს.

„მინდა გამოვეხმაურო ჯარის ქალაქის მსენებლობის პროცესს. მახათას მთაზე ყველაზე ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო. 100 ათასი კვ.მ-ის მიწის ნაკვეთზე. პროექტის იდეა 2018 წელს დაიბადა, ხოლო 2021 წელს მშენებლობა დაიწყო, რაც 2022 წელს დასრულდება. პროექტის მიხედვით, მახათას მთაზე 7-სართულიანი 39 კორპუსი აშენდება, რომელშიც 1092 ბინა განთავსდება. სამხედროები საცხოვრებელი ფართის შეძენას უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ხარჯების ნახევარს სახელმწიფო დაფარავს და სამხედროებს 1 კვ.მ-ში საშუალოდ 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს საშუალება ექნებათ არა საბანკო გარანტიებით, არამედ, უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ. ბინათმშენებლობის პროექტი ასევე ითვალისწინებს საბავშვო-გასართობი სივრცეების, შიდა გზების, რეკრეაციული და პარკირების ზონების მოწყობას. ჯარისკაზე ორიენტირებული სოციალური პირობების და ღირსეული საცხოვრებლის შექმნა არის „ოცნების“ ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა“, - განაცხადა ჩაჩიბაიამ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით