შალვა პაპუაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭიროა, დამატებით, მინიმუმ, 17 დეპუტატის მიერ მანდატის აქტიურად განხორციელება - მოვუწოდებ ოპონენტებს, შემოვიდნენ პარლამენტში!

საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, საჭიროა, დამატებით, მინიმუმ, 17 დეპუტატის მიერ მისი მანდატის აქტიურად განხორციელება, მოვუწოდებ ოპონენტებს, შემოვიდნენ პარლამენტში! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების დაინიცირებით, მემორანდუმის ბოლო პირობა შეასრულა.

„რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო ცვლილება დაინიცირდა, რომლითაც ჩვენ იმ მემორანდუმის ბოლო პირობას ვასრულებთ, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა, შემდეგ „ევროპელი სოციალისტები“ შეუერთდნენ. იცით, რომ ამ მემორანდუმის ფარგლებში უკვე დაინიცირდა საარჩევნო რეფორმის დიდი პაკეტი, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის საარჩევნო პროცედურებს. ახლა ველოდებით ამ პროექტზე ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს იქნება მზად. ამ ახალი ინიციატივით, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ითვალისწინებს, ბოლო პირობას ვასრულებთ. ორი მიმართულებითაა ეს ცვლილება: 1. შეეხება საარჩევნო ბარიერის დაწევას. 2 ოპოზიციის როლის გაძლიერებას პარლამენტში. ეს შეეხება საპარლამენტო ფრაქციების ფორმირებისთვის 7 დეპუტატის ნაცვლად, 4 დეპუტატის თანხმობას. როგორც მოგეხსენებათ, ეს ორივე ცვლილება კონსტიტუციაში ცვლილებას მოითხოვს, კერძოდ, მის გარდამავალ დებულებებში. კონსტიტუციის ცვლილებისთვის, იმისთვის, რომ ის მყისიერად ამოქმედდეს, საჭიროა 113 ხმა, 3/4. დღეს პარლამენტში აქტიურად საკუთარ მანდატს 96 დეპუტატი ახორციელებს. ამიტომ საჭიროა, მინიმუმ, 17 დეპუტატის მიერ მისი მანდატის აქტიურად განხორციელება. მინდა დღევანდელი მედიაციის გათვალისწინებით ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს ოპონენტებს, დაფიქრდნენ საკუთარ სამშობლოზე, საკუთარ ამომრჩეველზე, სხვა პარტიის ამომრჩევლებზე, მათ შორის „ქართული ოცნების“, „მოქალაქეების“ ამომრჩევლებზე და ამ პასუხისმდებლობიდან გამომდინარე, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და შემოვიდნენ პარლამენტში!“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა