ლადო კახაძე - თავშეყრის ადგილები კერძო ბინები, კერძო სახლები გახდა, რომლებიც ქირავდება - ადამიანები თავს იყრიან და ირღვევა პირობა, რომ ბევრნი არ უნდა შეიკრიბონ!

თავშეყრის ადგილები კერძო ბინები, კერძო სახლები გახდა, რომლებიც ქირავდება - ადამიანები თავს იყრიან და ირღვევა პირობა, რომ ბევრნი არ უნდა შეიკრიბონ! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ლადო კახაძემ გააკეთა, რომელმაც მოსახლეობას მიმართა, პანდემიიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ასეთ ქმედებაზე უარი თქვან.

კახაძემ მოსახლეობას ასევე მოუწოდა, რომ “ნუ უგანებენ პირბადეს“ და პირბადის გარეშე არსად არ იყვნენ.

„დროზე ადრე ნუ ვიწამებთ იმას, რომ დაავადება დაძლეულია და რუბიკონი გადავლილია. მსოფლიო მესამე ტალღაზე ალაპარაკდა. გაჩნდა რამდენიმე შტამი. სამწუხაროდ, მოსახლეობის პასუხისმგებლობამ ნელ-ნელა იკლო. ვირუსი ელოდება ჩვენს მოდუნებას და დროზე ადრე იმის რწმენას, რომ ჩვენ მაგრები ვართ. დღეს გამომჟავნებული ციფრი - 673 მატების ისეთი ნიშანია, რაც ყურადღებას ითხოვს“, - განაცხადა ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა