დავით ზალკალიანი - ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია პანდემიამ უფრო გაამწვავა, ვაქცინაციის პროგრამის ხელმისაწვდომობა კი მოსახლეობას ამ რთულ მდგომარეობას შეუმსუბუქებს

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა, ვაქცინაციის პროგრამის ხელმისაწვდომობა კი მოსახლეობას ამ რთულ მდგომარეობას შეუმსუბუქებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და იმუნიზაციის პროგრამით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფები შეძლებენ ვაქცინაცია საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩაიტარონ.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ხელმისაწვდომი ხდება აფხაზეთისა და ცხინავლის რეგიონის მოსახლეობისთვის.

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა, ვაქცინაციის პროგრამის ხელმისაწვდომობა კი მოსახლეობას ამ რთულ მდგომარეობას შეუმსუბუქებს და თავიდან ააცილებს ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელებას.

მთავრობის ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვა და მათი ჩართვა ყველა იმ პროგრამასა თუ პროექტში, რასაც საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს თავის მოქალაქეებს”,- აცხადებს ზალკალიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა