კახა კახიშვილი - ადამიანს ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი სიუჟეტის სრულყოფილად გასაჩივრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს

ადამიანს ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი სიუჟეტის სრულყოფილად გასაჩივრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს - უნდა დარეგულირდეს თუნდაც ის, რომ ამ თემაზე შეტანილი საჩივრის განხილვა, დროში რეგლამენტირებული იყოს, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს დეპუტატმა კახა კახიშვილმა განუცხადა.

კახიშვილი სატელევიზიო ეთერებში მასთან დაკავშირებით გაკეთებულ სიუჟეტებს გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკის გამო თავდასხმის ობიექტია. როგორც კახიშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთ არხზე მის სიძესთან დაკავშირებით გასული სიუჟეტის საკადრო ტექსტის გამო, ადამიანს შეიძლება ვიღაც დახვდეს, მოკლას და აინტერესებს, ასეთ შემთხვევაში, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას.

კახიშვილმა მედიასთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც ისაუბრა.

“მაინტერესებს თქვენი მოსაზრება მედიასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჟურნალისტს, რომელიც გულწრფელად მუშაობს იმისთვის, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი გააშუქოს, მათ შორის ისეთი საკითხები, რომელიც ჩვენს მიმართ კრიტიკულია, შეიძლება ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს შეიცავდეს და პასუხებს მოითხოვდეს, მაგრამ ამავდროულად, ყველაფერს რეგულაცია სჭირდება. ბოლო პერიოდში ისეთ მდგომარეობაში ვართ, როცა პასუხის გაცემის ქმედითი მექანიზმები არ არის. რამდენიმე ტელევიზიაში გავიდა რაღაც ტიპის სიუჟეტები... ზღვარს გადაცილებულია ასეთი მოქმედებები.

მინდა კითხვა დავუსვა ჟურნალისტებს, საზოგადოებას - მაგალითად, იმისათვის, რომ იურისტი გახდე, საჭიროა დაამთავრო უნივერსიტეტი, ჩააბარო გამოცდები, მერე მიმართულება აირჩიო, კიდევ გამოცდები ჩააბარო და იურისტი, სამართალმცოდნე გახდები. თუ გინდა მასწავლებელი გახდე, სასწავლებელი უნდა დაამთავრო და წელიწადში ერთხელ გამოცდები ჩააბარო. დღეს კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, ვინ არის ჟურნალისტი. ტერმინი "ჟურნალისტი", გრადაცია, ვინ არის ჟურნალისტი, არ გვაქვს.

ჟურნალისტი არის ის ადამიანი, რომელიც მედიაში მუშაობს თუ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ჟურნალისტი ვარ და ამ სტატუსს დაწერს. ისე, სხვათაშორის, მეც "პალიტრაზე" ორი წელი გადაცემა მიმყავდა, რაღაც სტატუსებს მეც ვდებდი და ბლოგიც მიმყავდა "კვირის პალიტრაში". შესაბამისად, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მეც ჟურნალისტი ვარ“, - განაცხადა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა