ნათია თურნავა - „ნამახვანჰესის“ პროექტი გაგრძელდება, მაგრამ კაშხალი არ აშენდება მანამდე, ვიდრე არ მოხდება კვლევების გადამოწმება

„ნამახვანჰესის“ პროექტი გაგრძელდება, მაგრამ კაშხალი არ აშენდება მანამდე, ვიდრე არ მოხდება კვლევების გადამოწმება,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ყველა კვლევის გადასამოწმებლად დაინტერესებულ გეოლოგს, სეისმოლოგს და ეკოლოგს მოიწვევენ.

„ქვეყანას და ბიზნესს სჭირდება განვითარება. ეს არის ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის, სიძლიერის ნაწილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ჩვენ ვითვალისწინებთ რაციონალურ და ლეგიტიმურ წუხილს, რაც იყო მოსახლეობისგან. იგივე უსაფრთხოებასთან და ეკოლოგიასთან დაკავშირებით. ჩვენც ყველა დაინტერესებულ გეოლოგს, სეისმოლოგს და ეკოლოგს მოვიწვევთ იმისთვის რომ, გადამოწმდეს ყველა კვლევა და იყოს მეტი ნდობა“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა აქტივისტების მოთხოვნას, მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

„ყველა თანამდებობა წარმავალია, მარადიულია მარტო ეროვნული ინტერესი. ჩვენ ეროვნულ ინტერესშია განვამტკიცოთ ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. ამიტომ „ნამახვანი ჰესი“ აშენდება იმდაგვარად, რომ ყველა წუხილზე იქნება ნაპასუხები“,- განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები „ნამახვანის ჰესების კასკადის" სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტას და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომას ითხოვდნენ.

იხილეთ ვიდეო:"ნამახვანჰესის" პროექტი გაგრძელდება, მაგრამ კაშხალი არ აშენდება მანამ, ვიდრე არ მოხდება კვლევების გადამოწმება - ნათია თურნავა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს