ავსტრალიამ რუსეთს ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით ახალი სანქციები დაუწესა

ავსტრალიამ რუსეთის ორ მოქალაქესა და ოთხ რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავსტრალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მარიზ პეინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული პირები და კომპანიები ქერჩის სრუტეში სარკინიგზო ხიდის მშენებლობასთან არიან დაკავშირებული.

მინისტრის განმარტებით, შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება კანადასთან კოორდინაციით მიიღეს და ის შესაბამისობაშია გაერთიანებული სამეფოს და ევროკავშირის ქმედებებთან.

შეგახსენებთ, ქერჩის ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით გუშინ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა კანადამაც.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს