თავდაცვის ძალების მეთაური დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის და ურთიერთთავსებადობის დირექტორს, გენერალ-მაიორ ბენ კაიტის შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, თავდაცვის ძალების მეთაურმა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

„ის სამხედრო დაზვერვისა და საინფორმაციო ოპერაციების მიმართულებით დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის საკითხს შეეხო. შეხვედრის დასასრულს, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე დაესწრნენ“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს