ნიკოლ ფაშინიანი 20 აპრილიდან 5 მაისამდე პერიოდში გადადგება

სომხეთის პრემიერ - მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან ფორმალურად 20 აპრილიდან 5 მაისამდე პერიოდში უნდა გადადგეს. ამის შესახებ ფაშინიანის აპარატის ხელმძღვანელმა არსენ ტოროსიანმა სომხურ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, პარტია „სამოქალაქო თანხმობის“ წინასაარჩევნო შტაბს სომხეთის ტერიტორიული მმართველობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სურენ პაპიკიანი უხელმძღვანელებს.

შტაბის კოორდინატორები თავად არსენ ტოროსიანი, გარემოს დაცვის მინისტრი რომანოს პეტროსიანი და პრემიერის მთავარი მრჩეველი არაიკ არუთუნიანი იქნებიან.

ამავე ინფორმაციით, არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება არ შეიცვლება.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა