არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება“ გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ რეფორმები, რომელიც მედიატორების მიერ მომზადებულ დოკუმენტშია მოცემული, განახორციელოს

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა მედიატორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, „ქართული ოცნება“ გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ რეფორმები, რომელიც ამ დოკუმენტში იყო მოცემული, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოცემული რეკომენდაციებით განახორციელოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიცია მედიატორის მიერ წარმოდგენილ პუნქტებში საკითხების დამატებას ითხოვდა, მმართველ გუნდს კი ყველა საკითხთან დაკავშირებით „კონსტრუქციული და სამართლიანი“ პოზიცია ჰქონდა.

„მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა და ისინი ითხოვდნენ სხვა საკითხების დამატებას. ჩვენ საკითხების დამატება არ მოგვითხოვია, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კონსტრუქციული და სამართლიანი პოზიციები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტში იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება სასამართლოს რეფორმის საკითხს, თალაკვაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მმართველი გუნდის კომპრომისული პოზიცია პარალმენტში ინიცირებულ დოკუმენტში ჩანს.

„თუ თქვენ ნახავთ იმ დოკუმენტს, რომელიც სასამართლო რეფორმაზე უკვე არის ინიცირებული საქართველოს პარლამენტში, იქ ჩვენი კომპრომისული პოზიცია არის მოცემული შავით თეთრზე. ჩვენ მზად ვიყავი, რომ პროცედურისთვის გადაგვეხედა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით შეგვეცვალა შერჩევის პროცედურის ყველა ის მომენტი, რომელზეც ვენეციის კომისიას ჰქონდა რეკომენდაციები და გვთხოვდა ცვლილებას და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაგვეტარებინა მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა პარლამენტში, ამიტომ ამაზე პასუხი ჩვენ გვქონდა უკვე გაცემული. მანამდეც კი, სანამ დღეს მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდებოდით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა