აკაკი მინაშვილი - გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, რომ ძალიან ინტენსიური პროტესტი იყოს მოსახლეობაში

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ არის შეშინებული ადამიანების ჯგუფი იმიტომ, რომ მათ შეეშინდათ მცირე ნაბიჯის გადადგმა კომპრომისისათვის, შეეშინდათ შემხვედრი ნაბიჯის გადადგმა, რადგან ძალიან კარგად ესმით, რომ ნებისმიერი კომპრომისი შეიძლება ნიშნავდეს მათ ჩამოშლას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა მედიატორ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრს დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მინაშვილმა აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა, რომ მათი სამიზნე ჯგუფი არის ძალიან პატარა, რადიკალი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისა და ისინი არ ფიქრობენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე.

ამასთან, მინაშვილის თქმით, ევროკავშირს სურდა, რომ შეთანხმება შემდგარიყო, თუმცა, ამ მომენტში, სამწუხაროდ, დაყვა „ქართული ოცნების“ ხისტ პოზიციას.

„ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა შეთანხმება შეთანხმებისთვის ვერ შედგებოდა, შეთანხმება უნდა ყოფილიყო ისეთი, სადაც იქნებოდა კონკრეტული გზა, კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ მძიმე მდგომარეობიდან. პოლიტპატიმრების გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნიშნავს სიტუაციის დამშვიდებას. რეალური რეფორმების გატარება და ამის შედეგად ვადამდელი არჩევნების ჩატარება ძალიან სწრაფად. „ქართული ოცნება“ ამას არ დაეთანხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არც წინა არჩევნები ჩაატარეს სამართლიანად და არც მომავალში აპირებენ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, თუმცა მოუწევთ! ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ძალიან ინტენსიური პროტესტი იყოს მოსახლეობაში, ასევე იქნება ძალიან ინტენსიური ყურადღება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა მინაშვილმა და დასძინა, რომ „სამწუხაროდ, დოკუმენტი, რომელი წარმოდგენილია, არ ხსნის გზას ჩვენ ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებებისთვის და შემდგომ წარმატებული პერსპექტივისთვის“.

„ევროკავშირს სურდა, რომ შეთანხმება შემდგარიყო, თუმცა, ამ მომენტში, სამწუხაროდ, დაყვა „ქართული ოცნების“ ხისტ პოზიციას. მაგრამ ვიმეორებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, რომ შეთანხმების მიზანი უნდა ყოფილიყო ის საგზაო რუკა, რომელიც გამოიყვანდა ქვეყანას ამ მძიმე მდგომარეობიდან. შემოთავაზებული ვერსია ამას არ წარმოადგენს. შემოთავაზებული ვერსია არის კოჭლი ვერსია, ამიტომ ჩვენ ამ ძირითად ნაწილს არ ვეთანხმებოდით და ვერც დავეთანხმებოდით. ამავდროულად, ამას არ დაეთანხმა „ქართული ოცნება“, ვინაიდან მათ არ სურდათ იმ რეფორმების განხორციელება, რაც დოკუმენტშია გაწერილი. ყველა ცალსახად აცხადებს, რომ პროცესის ჩაშლაზე პასუხისმგებელი არის „ქართული ოცნება“, - განაცხადა მინაშვილმა.

რაც შეეხება ნიკა მელიას საკითხს, როგორ მინაშვილი აცხადებს, მელიას გირაოს გადახდასთან დაკავშირებით რადიკალური პოზიცია აქვს, რომ გირაოს გადახდა არ უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა