შალვა პაპუაშვილი - შვიდი ოპონენტი იყო წარმოდგენილი და შვიდივესგან ტყუილები მოვისმინეთ

მე არ გამიკვირდება, თუ ეს დღეები ჩვენი ოპონენტებისგან ვიხილავთ დისკრედიტაციის კამპანიას დანიელსონის და მიშელის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, „ოპოზიციას ჰქონდა ორი პირობა, რომელიც წარმოდგენილ დოკუმენტში ვერ ნახეს და ამიტომ ეს შეთანხმება ჩაშალეს“.

„ჩვენ ვიხილეთ ჩვენი ოპონენტების რეაქციები. აქ შვიდი ოპონენტი იყო წარმოდგენილი და შვიდივესგან მოვისმინეთ ტყუილები. უპირველეს ყოვლისა, თქვენც ნახეთ ეს დოკუმენტი, სადაც არც ერთი სიტყვა არ არის რიგგარეშე არჩევნებზე, პლებისციტზე ან რაიმე ამის მაგვარზე. გარდა ამისა, შეხვედრის დროს, ზეპირად, ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ არ არსებობს რაიმე კითხვის ნიშანი ამ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ამიტომაც არის, რომ ჩვენი ოპონენტები ამ გარემოებიდან გამომდინარე არიან გაბრაზებულები და რამდენიმე მათგანმა დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო ბატონი დანიელსონის

და მიშელის წინააღმდეგ. მოვისმინეთ, რომ თითქოს მანდატს გასცდა, რადგან მანდატის ნაწილი იყო შესაძლო რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი და ვინაიდან დოკუმენტში ეს არ არის ასახული, ეს რაღაცნარად მანდატის გაცდენაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის განცხადებით, არანაირი კომპრომისი ოპონენტების მხრიდან არ ყოფილა.

„ჩვენი კომპრომისების შედეგია ის დოკუმენტი, რომელიც ბატონმა დანიელსონმა წარმოადგინა. ჩვენი პოზიციები ემთხვევა ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების და ამ შემთხვევაში, კრისტიან დანიელსონის როგორც მთავარი მედიატორის პოზიციებს უმეტეს შემთხვევაში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა