ესტონეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 25 აპრილამდე გახანგრძლივდა

ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 2 კვირით, 25 აპრილამდე გახანგრძლივდა. ამას გარდა ქვეყანაში ლატვიიდან, ლიეტუვიდან და ფინეთიდან ჩასული პირებისთვის 10-დღიანი კარანტინის გავლა სავალდებულო გახდა.

ესტონეთის მთავრობამ პანდემიის შეჩერების მიზნით სპორტული დარბაზების, არააუცილებელი მაღაზიებისა და რესტორნების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. რესტორნებს შესაძლებლბა აქვთ მხოლოდ გატანის სერვისით გააგრძელონ მუშაობა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ესტონეთში კორონავირუსის 105 416 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსს 896 ადამიანი ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა