აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - თვითნებური დაკავებების შესახებ ცნობები კვლავ ვრცელდება - 7 ოქტომბერს დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს

კვლავ ვრცელდება ცნობები თვითნებური დაკავებების შესახებ. 7 ოქტომბერს, ხელისუფლებამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა, - ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში, სადაც საუბარია მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.

„გენერალურმა პროკურატურამ მათ ბრალი წაუყენა 2005-07 წლებში აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე კომისიის მუშაობის დროს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობაში. 8 ოქტომბერს მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა ოპოზიციამ "კარტოგრაფთა საქმე" როგორც პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების მიკერძოებულმა განცხადებებმა საქმის არჩევნებთან დაკავშირების შესახებ კიდევ უფრო გაამყარა ეს შეშფოება. 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა წინასწარი პატიმრობა, ბრალდებულების ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი გაასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას,”- აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული საქმის გარშემო მოვლენები მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ძალადობრივი კონფლიქტის პერიოდში განვითარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა