აშშ 13 ქვეყანასთან ერთად ჩინეთის მთავრობის მიერ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

აშშ 13 ქვეყანასთან ერთად ჩინეთის მთავრობის მიერ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

ავსტრალიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ისრაელის, იაპონიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნორვეგის, კორეის რესპუბლიკის, სლოვენიის, ბრიტანეთისა და აშშ-ის ხელისუფლებები ჩინეთისგან უფრო გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

Reuters-ის ინფორმაციით, საუბარია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენებაზე, რომელიც არ არის სრულყოფილი, რადგან ჩინეთის მთავრობამ ჯანმოს ექპერტებს ვირუსის ადრეული შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსის წარმოშობის თაობაზე მისი ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩინეთის ქალაქ უხანში ჩატარებული მოკვლევის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ჯგუფი ჩინეთში მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში იმყოფებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა