ვლადიმერ პუტინი - რუსეთი მზადაა, განაახლოს ნორმალური დეპოლიტიზებული ურთიერთობა ევროკავშირთან, თუ საპასუხო ინტერესი გამოვლინდება

რუსეთი მზადაა, განაახლოს ნორმალური დეპოლიტიზებული ურთიერთობა ევროკავშირთან, თუ საპასუხო ინტერესი გამოვლინდება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ვიდეო კონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

“რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განხილვისას რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, განაახლოს ევროკავშირთან ნორმალური დეპოლიტიზირებული ურთიერთობა, თუ ამის საპასუხო ინტერესი გამოვლინდება”, - აღნიშნულია კრემლის პრესსამსახურის მირ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა ალექსეი ნავალნის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

“პარტნიორების მიერ ა. ნავალნის საკითხის წამოწევისას საქმის ობიექტური გარემოებების შესახებ სათანადო განმარტებები იქნა მიცემული ”, - აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე ცნობით, სამი ქვეყნის ლიდერებმა უკრაინასთან, ბელარუსთან, სირიასთან, ირანთან და ლიბიასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა