რუსეთში კორონავირუსის 8 725 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 408 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, „კოვიდ - 19“-ის 8 725 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 545 095-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 408 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 98 850 - მდე გაიზარდა.

რუსეთში, ვირუსისგან 4 166 172 ადამიანი განიკურნა. კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს