კახა კუჭავა - ჩემთვის დღეს განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს ვხედავთ ცარიელ ადგილებს პარლამენტში

ჩემთვის დღეს განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს ვხედავთ ცარიელ ადგილებს პარლამენტში. გუშინ გვქონდა შესაძლებლობა მიგვეღწია შეთანხმებისთვის, გადაგვედგა ნაბიჯები კომპრომისისკენ და დღეს გვენახა სავსე დარბაზი, სამწუხაროდ, ჩვენ ამას გუშინ ვერ მივაღწიეთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 31 მარტის რეფერენდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, იტოვებს იმედს, რომ ძალიან ახლო მომავალში ოპოზიციის ადგილებს შევსებულს ნახავს.

„ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღეა. 30 წლის წინ ამ დარბაზში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, გაჟღერდა ის სიტყვები, რომელსაც ქართველი ხალხი ათწლეულების მანძილზე ელოდა და არის დღე, როდესაც დაიწყო დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს პირველი ნაბიჯების გადადგმა. გავიარეთ 30 წელი, ბევრ დემოკრატიულ ტესტს გავუძელით, რომლის შემდეგაც ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდით, გავამყარეთ ჩვენი დემოკრატია. რამდენიმე დღის წინ სიტყვები გაჟღერდა ამერიკის სენატში - თუ როგორ შევაფასებდით განვლილ 30 წელს - რა თქმა უნდა, ვისურვებდით უკეთესს და ვისურვებდით ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერი ყოფილიყო, არ გვქონოდა დაკარგული ტერიტორიები, ვიყოთ ერთიანები, მთლიანები და ვიყოთ ყველაფერში მოწინავეები. თუმცა, ამისთვის ერთად უნდა ვიმუშავოთ. ჩემთვის დღეს განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს ვხედავთ ცარიელ ადგილებს პარლამენტში. ჩვენ გუშინ გვქონდა შესაძლებლობა მიგვეღწია შეთანხმებისთვის, გადაგვედგა ნაბიჯები კომპრომისისკენ და დღეს გვენახა სავსე დარბაზი. სამწუხაროდ, ჩვენ ამას გუშინ ვერ მივაღწიეთ, თუმცა, ვიტოვებ იმედს, რომ ძალიან ახლო მომავალში ჩვენ ამ ადგილებს შევსებულს ვნახავთ. ჩვენ ვიხილავთ ოპოზიციას დარბაზში და ზუსტად აქ მოხდება ყველა იმ საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტა, რომელიც ადარდებს ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა კუჭავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა