იტალიამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

იტალიამ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი, რომლებიც, სავარაუდოდ, ჯაშუშურ საქმიანობაში იყვნენ ჩართული, ქვეყნიდან გააძევა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი „ფეისბუქში“ წერს, რომ რუსეთის ელჩს იტალიური მხარის პროტესტი გადასცა და ამ „ამ უკიდურესად სერიოზულ საქმეში მონაწილე ორი ოფიციალური პირის გაძევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.“

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიაში სამართალდამცავებმა რუსი დიპლომატი და იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცერი ჯაშუშობის ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს, რის შემდეგაც იტალიაში რუსეთის ელჩი სერგეი რაზოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა