Pfizer-ი და BioNTech-ი აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა 12-დან 15 წლამდე პირებში უსაფრთხო და ეფექტურია

კომპანიების Pfizer-სა და BioNTech-ის მტკიცებით, მათ მიერ შექმნილი ვაქცინის 12-დან 15 წლამდე მოზარდებზე გამოცდამ აჩვენა, რომ ის უსაფრთხო და ეფექტურია და ძლიერ ანტისხეულებს წარმოქმნის.

Reuters-ის ინფორმაციით, კომპანიების განცხადებაში აღნიშნულია, რომ კვლევამ, რომელშიც 12-დან 15 წლამდე ასაკის 2 260 მოზარდი მონაწილეობდა, კოვიდ 19-ის პრევენციის კუთხით 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

Pfizer-ში ფიქრობენ, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირების ვაქცინაცია შეიძლება მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე დაიწყოს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ალბერტ ბურლას განცხადებით, ისინი აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციასა და სხვა რეგულატორებს ვაქცინის ამ ასაკში გამოყენების ავტორიზაციის მინიჭების თხოვნით უახლოეს კვირებში მიმართავენ.

აღსანიშნავია, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა 16 წლისა და მეტი ასაკის პირებში გამოყენება უკვე ნებადართულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა