პაატა მანჯგალაძე - ივანიშვილმა პოლიტიკურ ნაღმზე შესვა საკუთარი ხელისუფლება და ეს ბრიყვები ხარობენ ამით

შეთანხმების მიუღწევლობის გამო კობახიძისა და თალაკვაძის კმაყოფილება მიუთითებს მათ პოლიტიკურ უმეცრებაზე და არა პოლიტიკურ სიბრძნესა და გამჭრიახობაზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილმა ხელისუფლება „პოლიტიკურ ნაღმზე შესვა“.

„რეალურად შეთანხმება სჭირდებოდა არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ ხელისუფლებას, რათა მიეღწია მეტ-ნაკლები სტაბილურობისთვის ქვეყანაში და ამით მოეგო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დრო.

მოლაპარაკების ჩაშლით მათ უარი თქვეს სტაბილურობის იდეაზე, მიზნად დაისახეს ხისტი პოზიციებით და უკიდეგანო უტიფრობით ოპოზიციის პროვოცირება, იმ გათვლით, რომ ემოციური გადაწყვეტებით ოპოზიცია პრაგმატულ შეცდომას დაუშვებს, რაც მის საბოლოო მარგინალიზებას გამოიწვევს.

სინამდვილეში, საზოგადოებაში ტოტალური უსამართლობის განცდის დანერგვა თავის თავში შეიცავს ისეთ პოტენციურ მუხტს, რომელიც ხელისუფლების პირველივე ფეხის დაცდენაზე მოახდენს იმ მასშტაბის პოლიტიკურ დეტონაციას, რომ წალეკავს „ქართული ოცნების" ხელისუფლებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ივანიშვილმა პოლიტიკურ ნაღმზე შესვა საკუთარი ხელისუფლება და ეს ბრიყვები ხარობენ ამით. მოქმედების დროა! გამარჯვება ახლოსაა!" - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა