აშშ-ის საელჩო - ანზორ ერქომაიშვილის სახელი და მემკვიდრეობა სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას

საქართველომ და მთელმა მსოფლიომ დაკარგა ქართული ხალხური სიმღერის ლეგენდა, ანსამბლების "რუსთავი" და "მართვე" დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

აშშ-ის საელჩო განცხადებაში აღნიშნავს, რომ მისი სახელი და მემკვიდრეობა სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას.

„ერქომაიშვილების ოჯახი სამი საუკუნის განმავლობაში ემსახურებოდა ქართულ ფოლკლორს. მისი სახელი და მემკვიდრეობა სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას.

ბატონო ანზორი, საელჩოს პარტნიორებს შორის, ერთ-ერთი პირველი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, როდესაც, ჯერ კიდევ 2001 წელს, ჩვენ დავაფინანსეთ პროექტი, რომელიც განახორციელა ანსამბლმა "რუსთავი" და ბატონმა კარლ ლინიჩმა. პროექტი ეხებოდა 1928 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდში განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფი ქართული ფოლკლორული სიმღერების ჩანაწერების დაცვას. მაშინ როდესაც, საელჩომ დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 20 პროექტი განახორციელა, ჩვენ სიამოვნებით ვიხსენებთ თანამშრომლობას ბატონ ანზორთან და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახსა და მეგობრებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა