კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო შვედეთმა შეზღუდვების შემსუბუქება მაისამდე გადადო

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო შვედეთის ხელისუფლებამ შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქება მინიმუმ 3 მაისამდე გადადო.

ხელისუფლება გეგმავდა აღდგომის დღესასწაულის შემდეგ შეზღუდვების ნაწილი შეემსუბუქებინა, მათ შორის გაეზარდა დამსწრეთა დასაშვები რაოდენობის ზღვარი გასართობ პარკებში, კონცერტებსა და ფეხბურთის მატჩებზე. თუმცა ჯანდაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ ინფიცირების რიცხვის ზრდის გამო შემსუბუქების გეგმები უნდა გადაედოთ.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სიტუაცია სერიოზულია და ინფექციის გავრცელების დონე მაღალია.

”ჩვენ ვიღებთ ცნობებს ჯანდაცვის სფეროში მძიმე მდგომარეობის შესახებ. ბევრ რეგიონში ინფექციის გავრცელება დრამატულად იზრდება“, - განაცხადა შვედეთის ჯანდაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა იოჰან კარლსონმა.

ოთხშაბათს, შვედეთში 8 400-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 35 პაციენტი გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება უფრო მკაცრი ზომების დაწესების აუცილებლობას ვერ ხედავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო